გადმოტვირთული ფილმების სანახავად აუცილებელია კოდეკების ინსტალაცია.
გადმოტვირთეთ კოდეკების ბოლო ვერსია.
ვებ–ბრაუზერის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში ვიდეო ფაილების სანახავად აუცილებელია
DivX Web Player ინსტალაცია.
თუ ამ ღილაკზე დაჭერისას ბნელ ეკრანს ხედავთ, თქვენს კომპიუტერში არ
არის DivXBrowserPlugin. პლუგინის ინსტალაცია ამ პრობლემას მოაგვარებს.
როგორ ვუყუროთ ფილმს GomPlayer-ით?
GomPlayer-ით ფილმის საყურებლად აუცილებელია ფლეერის ინსტალაცია.
ფლეერის უახლესი ვერსია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ მისამართიდან www.gomplayer.com
რა უპირატესობა აქვს GomPlayer-ს?
თუ სხვა ფლეერის მეშვეობით რეალურ რეჟიმში უყურებთ ფილმს, ფაილი თან იწერება თქვენს ვინჩესტერზე. GomPlayer-ით ყურეებისას კი თქვენი ვინჩესტერი თავისუფალი რჩება. გარდა ამისა, შესაძლებელია ფილმის გადახვევა თქვენთვის სასურველ ნებისმიერ მონაკვეთზე.
ვუდი ალენმა თავისი ახალი ფილმის სახელწოდება ისევ შეცვალა
Variety-ის ცნობით, ვუდი ალენის (Woody Allen) ახალი ფილმის აფიშებზე არც \"The Bop Decameron\"-ს დაწერენ და არც \"Nero Fiddled\", სურათის საბოლოო სახელწოდებაა \"To Rome with Love\" (\"რომს - სიყვარულით\" ან \"რომისკენ - სიყვარულით\").
გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ მაყურებელი, რომელიც ინგლისურად არ ლაპარაკობს, ვერ მიხვდებოდა, რას ნიშნავდა წინა სახელწოდება \"Nero Fiddled\", რომელიც იდიომის \"Nero fiddled while Rome burned\" ნაწილია. თავად იდიომა კი ლეგენდას უკავშირდება იმის შესახებ, რომ იმპერატორი ნერონი ქნარზე უკრავდა და ტროას დაღუპვაზე მღეროდა, როცა რომში დიდი ხანძარი მძვინვარებდა (ჩვ.წ.აღ-ის 64 წ.).
Sony Pictures Classics-ი ფილმს 22 ივნისიდან გააქირავებს.
სურათში, რომელიც სრულიად განსხვავებული ადამიანების რომაულ თავგადასავლებზე მოგვითხრობს, ჯეისი აიზენბერგი (Jessie Eisenberg), რობერტო ბენინი (Roberto Benigni), ელენ პეიჯი (Ellen Page), ალეკ ბოლდუინი (Alec Baldwin), პენელოპა კრუსი (Penélope Cruz), და თავად ვუდი ალენი ითამაშებენ.
ფილმის პროდიუსერები ლეტი არონსონი (Letty Aronson) და სტივენ ტენენბაუმი (Stephen Tenebaum) არიან, პროექტის დაფინანსება კი საკუთარ თავზე იტალიურმა კომპანია Medusa Film-მა აიღო.
19.03.2012
დაკავებული ჯორჯ კლუნი გაათავისუფლეს
ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნი, რომლეიც გუშინ სუდანის საელჩოსთან გამართული აქციის აქტივისტებთან ერთად დააკავეს, უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესი\" ავრცელებს.
ჰოლივუდის მსახიობმა პოლიციის განყოფილებაში სულ რამდენიმე საათი დაჰყო. რის შემდეგაც მას ჯარიმის სახით 100 აშშ დილარი გადაახდევინეს.
გათავისუფლებულმა კლუნმა ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა, რომ „ეს მისი პირველი დაკავებაა და იმედოვნებს რომ უკანასკნელიც\".
შეგახსენებთ, მსახიობი ვაშინგტონში სუდანის საელჩოსთან გამართული აქციის დრო დააკავეს. აქციის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მობილიზება იმ ჰუმანიტარული კატასტროფის გარშემო, რაც პრეზიდენტ ომარ-ალ ბაშირის მეთურობით, სამხრეთ სუდანში ხორციელდება.
14.03.2012
ჯუდ ლოუს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს
ორი დღის წინ ჯუდ ლოუ Venice Beach-ის სანაპიროზე თავის ახალ მეგობარ გოგონასთან, 30 წლის მსახიობ რუთ ვილსონთან ერთად შენიშნეს.
ჯუდმა გოგონასთან ერთად ლონდონის თეატრის ერთ-ერთ სპექტაკლში ითამაშა. სწორედ მაშინ დაიწყო წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა.
ამ თვის დასაწყისში, 39 წლის ლოუ და რუთი ბრიტანეთის დედაქალაქის კლუბ Groucho-ში ერთად შენიშნეს. „შეყვარებულებივით იქცეოდნენ. ერთმანეთს სხვების თანდასწრებით ჰკოცნიდნენ\" - განუცხადა ჟურნალისტებს თვითმხილველმა.
როგორც ჩანს, რუთისთან ლოუს სერიოზული ურთიერთობა აქვს. შეგახსენებთ, მანამდე მსახიობი სიენა მილერს ხვდებოდა, რომელიც ახლა ტომ სტარიჯისაგან ბავშვს ელოდება. სიენასა და ჯუდის ურთიერთობა ერთ წელს გაგრძელდა.
27.02.2012
"ოსკარი" "არტისტმა" მიიღო
ლოს-ანჯელესში პრემია "ოსკარის" გადაცემის 84-ე ცერემონია გაიმართა. პრიზი საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის რომანტიკულმა კომედია "არტისტმა" (The Artist) მიიღო, რომელმაც ჯამში ხუთი "ოსკარი" დაისაკუთრა.
ფრანგული ფილმი 1929 წლის შემდეგ ამ ნომინაციაში გამარჯვებული პირველი შავ-თეთრი მუნჯი ფილმი გახდა. მის ავტორს მიშელ ჰაზანავიჩუსს (Michel Hazanavicius) ამერიკული კინოაკადემიის პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის მიანიჭეს. მთავარი როლის შემსრულებელ ჟან დიუჟარდენს (Jean Dujardin) კი საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცა. "არტისტმა" პრიზები საუკეთესო მუსიკისა და კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვისაც მიიღო.
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში "რკინის ლედიში" (The Iron Lady) ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის განსახიერებისთვის მერილ სტრიპი (Meryl Streep) დააჯილდოვეს.
მეორეხარისხოვანი როლებისთვის დაჯილდოვდნენ ოქტავია სპენსერი (Octavia Spencer) "მოახლეში" (The Help) შესრულებული როლისთვის და კრისტოფერ პლამერი (Christopher Plummer) "დამწყებებში" განსახიერებული როლისთვის (Beginners).
მარტინ სკორსეზეს "ჰუგოს" (Hugo) პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის, დამდგმელი-მხატვრიოს საუკეთესო ნამუშევრის, ხმის საუკეთესო მონტაჟისთვის და ვიზუალური ეფექტებისთვის ერგო.
ამერიკული კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ფილმისთვის "შუაღამე პარიზში" (Midnight in Paris) ვუდი ალენს (Woody Allen) გადაეცა, რომელიც თავისი მეექვსე "ოსკარის" წასაღებად, როგორც წინა ხუთისთვის, ცერემონიაზე არ გამოცხადდა.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ალექსანდრ პეინი (Alexander Payne), ნეტ ფექსონი (Nat Faxon) და ჯიმ რეში (Jim Rash) დააჯილდოვეს ფილმისთვის "შთამომავლები" (The Descendants).
"ოსკარის" მფლობელი საუკეთესო უცხოური ფილმი ბელინალეს გამარჯვებული, "სეზარის" პრემიით დაჯილდოებული ასგარ ფარჰადის (Asghar Farhadi, ირანი) "ნადირისა და სიმინის გაყრა" (Jodaeiye Nader az Simin / A Separation) გახდა.
კატეგორიაში საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი გორ ვერბინსკის (Gore Verbinski) "რანგომ\" (Rango) გაიმარჯვა.. საუკეთესო მოკლემეტრაჟიან მულტფილმებად კი უილიამ ჯოისისა (William Joyce) და ბრენდონ ოლდენბურგის (Brandon Oldenburg) "მისტერ მორის ლესმორის ფანტასტიკური მფრინავი წიგნები" (The Fantastic Flying Books of Mr. Morris Lessmore, აშშ).
21.02.2012
ბერლინალემ პრიზები დაარიგა
ძმების, პაოლო და ვიტორიო ტავვიანების (Paolo, Vittorio Taviani, იტალია) სურათი "კეისარი უნდა მოკვდეს" (Cesare deve morire / Cesar Must Die) ბერლინის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალის "ოქროს დათვის" მფლობელი გახდა. ფილმი, რომელიც რომის მკაცრი რეჟიმის ციხე "რებიბიაში" გადაიღეს, პატიმრების მიერ დადგმულ შექსპირისეულ "იულიუს კეისარზე" მოგვითხრობს.
ჟიურიმ, ბრიტანელი რეჟისორის მაიკ ლის (Mike Leigh) ხელმძღვანელობით, "ვერცხლის დათვი", ფესტივალის გრან-პრი ბენს ფლიგაუფის (Bence Fliegauf, უნგრეთი) "მხოლოდ ქარს" (Csak a szél Just the Wind) მიანიჭა, რომელიც უნგრულ პროვინციაში ბოშების მკვლელობას მიეძღვნა. ფლიგაუფის ამ ფილმს გადაეცა პრიზი Peace Film Award-იც და უფლებათადამცველი ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიის" ჯილდოც.
საუკეთესო რეჟისორად კრისტიან პეტცოლდი (Christian Petzold) დასახელდა ფილმისთვის "ბარბარა" (Barbara), საუკეთესო მსახიობ ქალად - რაშელ მვანზა (Rachel Mwanza) კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან (კიმ ნგუენის ფილმი "მეამბოხე" -Rebelle / War Witch).
ორი ჯილდო მიიღო ნიკოლაი არსელის (Nikolaj Arcel, დანია) ფილმმა "სამეფო საქმე" (En Kongelig Affære / A Royal Affair). ამავე ფილმმა მიიღო პრიზი საუკეთესო სცენარისთვის, "ვერცხლის დათვი\" საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის, რომელიც მიკელ ბო ფელსგორს(Mikkel Boe Følsgaard) გადასცეს.
ჟიურის სპეციალური პრიზით ურსულა მეიერის (Ursula Meier, შვეიცარია) ფილმი "და\" (L\'enfant d'en haut / Sister) აღინიშნა.
საპატიო "ოქროს დათვი" სამშაბათს, 14 თებერვალს ამერიკელ მსახიობს, მერილ სტრიპს (Meryl Streep) გადაეცა.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 1951 წლიდან ტარდება. 1956 წლიდან გადაწყვეტილებას ჯილდოების მინიჭებაზე საერთაშორისო ჟიური იღებს. გასულ წელს ფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს დათვი" - მიიღო ირანელი რეჟისორის ასგარ ფარჰადის ფილმმა (Asghar Farhadi) "ნადერისა და სიმინის გაყრამ" (Jodaeiye Nader az Simin / A Separation).
ბერლინის 62-ე კინოფესტივალი 9-18 თებერვალს მიმდინარეობდა. საკონკურსო პროგრამაში 18 ფილმი მონაწილეობდა. სულ ფესტივალზე 400-მდე კინოსურათი აჩვენეს.
14.02.2012
უიტნი ჰიუსტონს მშობლიურ ქალაქ ნიუ-არკში დაკრძალავენ
ამერიკელ პოპვარსკვლავს, უიტნი ჰიუსტონს პარასკევს, 17 თებერვალს მშობლიურ შტატ ნიუ ჯერსიში დაკრძალავენ.
როგორც დასავლური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, მომღერლის ცხედარი რამდენიმე საათის წინ ლოს-ანჯელესიდან მის მშობლიურ ქალაქ ნიუ-არკში კერძო თვითმფრინავით გადაასვენეს.
მომღერლის ოჯახი ნიუ-არკის სპორტკომპლექსში, რომელიც 18 ათას მაყურებელს იტევს, უიტნი ჰიოსტონთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიის მოწყობას ითხოვს.
ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი უიტნი ჰიუსტონი 12 თებერვალს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერლის ცხედარი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო \"ბევერლი ჰილტონის\" ნომერში აღმოაჩინეს. პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. არსებული ცნობით, მომღერალს ფილტვებში წყალი აღმოუჩინეს.
დასავლური მედია იმასაც იუწყება, რომ უიტნი ჰიუსტონის ნომერში ფსიქოტროპული პრეპარატი \"ქსანაქსი\" იპოვეს, რომელსაც მომღერალი ექიმის დანიშნულებით იღებდა. არსებობს ეჭვი, რომ მომღერალმა მედიკამენტი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მიიღო, რამაც გონება დააკარგვინა და აბაზანაში ჩავარდა.
06.02.2012
რასელ ქროუს ახალი როლი
პოპულარულმა ჟურნალისტმა ჯეფ შნაიდერმა საკუთარ ბლოგზე, საიტ ტვიტერზე, საოცრად საინტერესო ამბავი გამოაქვეყნა. მან განაცხადა,რომ რასელ ქროუს შესთავაზეს ითამაშოს მთავარი როლი განახლებულ \"რობოკოპში\", რომლის გადაღებასაც აპირებს ცნობილი ბრაზილიელი რეჟისორი ხოზე პადილია.
რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაციას სინამდვილეს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის . მაგრამ თუ ინფორმაცია დადასტურდა, ავსტრალიელ მსახიობს საკმაოდ რთული არჩევანი ელის, რადგან რეჟისორ დარენ არონოფსკის სურს qროუს შეთავაზოს ბიბლიური ნოეს როლი, საკუთარი გრაფიკული ნოველის ეკრანიზაციაში.
03.02.2012
"გასეირნება ყარაბაღში 3"-ის პრემიერა 1-ელ მარტს გაიმართება
ფილმის - "გასეირნება ყარაბაღში 3" პრემიერა 1-ელ მარტს გაიმართება. პროდიუსერის, ლევან კორინთელის განცხადებით, ფილმზე მუშაობა უკვე დასრულებულია.
"უკვე დავგეგმეთ პრემიერაც და საქართველოს კინოთეატრებში "გასეირნება ყარაბაღში 3"-ის შეფასება მაყურებელს უკვე პირველი მარტიდან შეეძლება", - განაცხადა კორინთელმა.
პროდიუსერის განცხადებით, 7 თებერვალს, ფილმთან დაკავშირებით, შემოქმედებითი ჯგუფი ჟურნალისტებს შეხვდება, სადაც ისინი "გასეირნება ყარაბაღში 3"-ის შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას გაავრცელებენ.
ფილმი 2009 წელს გამოვიდა. იგი მოსკოვის 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის, "პერსპექტივების" გამარჯვებულია. ფილმის პირველი ნაწილი ლიტერატურული პირველწყაროს კლასიკურ ეკრანიზაციას წარმოადგენს, მეორე კი, ფაქტობრივად, იმპროვიზაციაა.
დღევანდელი დღისათვის, დევიდ ფინჩერის ფილმმა „გოგონა დრაკონის ტატუთი\", მსოფლიო მასშტაბით, 167 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო. იაპონიაში და ჩინეთში ფილმის პრეზენტაციისათვის ემზადებიან, ხოლო ინდოელი მაყურებელი ფინჩერის აღნიშნულ ნამუშევარს ვერ იხილავს. როგორც პრესისთვის ცნობილი გახდა, რეჟისორს ფილმიდან გარკვეული კადრების ამოჭრა მოსთხოვეს, მან კი უარი განაცხადა.
ინდოეთის ცენზურა ფილმის რამდენიმე ეპიზოდს შეეხო, კერძოდ კი ინტიმურ სცენას რუნი მარისა და დენიელ კრეიგის მონაწილეობით და გაუპატიურების კადრებს.
Sony Pictures-ის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ინდოეთში ფილმის ჩვენება არ შედგება. „ცენზურა არ გვაძლევს საშუალებას ფილმის ორიგინალური ვერსია ვაჩვენოთ, ჩვენ კი ავტორისეული ხედვის შენარჩუნება გვსურს\" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
27.01.2012
ლეონარდ კოენმა ახალი ალბომი ინტერნეტში დადო
პორტალმა NPR Music-მა თავისუფალი მოსმენისთვის კანადელი მომღერლისა და პოეტის ლეონარდ კოენის (Leonard Cohen) ახალი 42-წუთიანი ალბომი \"Old Ideas\" სრულად დადო.
ეს დისკი კოენის პირველი ჩანაწერია ბოლო 8 წლის მანძილზე. თემები, რომლებიც სიმღერებშია დამუშავებული, ძირითადად, ეგზისტენციური ხასიათისაა და \"ცხოვრებას კატასტროფად განიხილავს, რომელშიც არავინაა დამნაშავე\".
კოენის მეთერთმეტე სტუდიური დისკი ოფიციალურად 31 იანვარს ლეიბლ Columbia-ზე გამოვა. რელიზის შემდეგ 77 წლის მომღერალი მსოფლიო ტურნეს გეგმავს.