top
 
რომელი ფილმი მოგეწონათ?
Cloud Atlas
The Avengers
Taken 2
John Carter
Dredd 3D
 
Movies Contact კონტაქტი  
Search  
   


10.04.2013
 კანის 66-ე კინოფესტივალს ოდრი ტატუ გაუძღვება
  ფრანგი მსახიობი ოდრი ტატუ, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმებით - "ამელი" და "კოკო შანელამდე", კანის 66-ე კინოფესტივალს წაიყვანს. ამის შესახებ AFP-ი იტყობინება. "ოდრი ტატუ გაუძღვება კინოფესტივალის გახსნას და დახურვას. კინოფესტივალი კი 15-დან 26 მაისის ჩათვლით გაიმართება", - ნათქვამია კინოფორუმის ოფიციალურ განცხადებაში. ფესტივალს ავსტრალიელი რეჟისორის, ბაზ ლურმანის ფილმი "დიდებული გეთსბი" გახსნის, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს. კანის 66-ე კინოფესტივალის ჟიურის სათავეში ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი სტივენ სპილბერგი ჩაუდგება.  
01.02.2013
 ვინი ჯონსი ქართველ სტუდენტებს ხვდება
  ბრიტანელი კინოვარსკვლავი ვინი ჯონსი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გამოცდილებას უზიარებს. ვინი ჯონსი თეატრალურ უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებს ხვდება. როგორც ჟურნალისტებს ვინი ჯონსმა განუცხადა, საქართველოში "კონსტანტა ბანკის" მოწვევით ჩამოვიდა და ბანკის პროდუქტის - "ინბოქსის" სახე გახდება. ვინი ჯონსი საქართველოში 5 დღე დარჩება, აქედან 2 დღე დაეთმობა რეკლამის გადაღებებს. ჟურნალისტებთან საუბრისას ვინი ჯონსმა აღნიშნა, რომ ის მოხიბლულია საქართველოთი და მისი დედაქალაქით, განსაკუთრებით კი, თბილისის ძველი უბნებით. მისივე თქმით, ენატრება ფეხბურთი და თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ხშირად თამაშობს ფეხბურთს. "მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ხშირად მეგობრებთან ერთად ვთამაშობ თავისუფალ დროს. მე ფეხბურთელი ვიყავი და მე არ ამირჩევია კინო, კინომ თავად ამირჩია და წამიყვანა თავისთან", - განაცხადა ვინი ჯონსმა. მაყურებელმა ვინი ჯონსი გაიცნო ისეთი ცნობილი ჰოლივუდური ფილმებით, როგორიცაა "დიდი კუში", "ევროტური", "კარტი, ფული და ორი ლულა".  
19.11.2012
 თბილისში რუსული კინოს მესამე ფესტივალი გაიმართება
  თბილისში, 21-25 ნოემბერს რუსული კინოს მესამე ფესტივალი გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ხელოვნებისა და კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდიდან" აცნობეს, რუსული კინოს მესამე ფესტივალის საკითხებთან დაკავშირებით 21 ნოემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენცია გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან ხელოვნებისა და"კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი" და საპროდიუსერო ცენტრი "კინოპროცესი". ფესტივალის პროგრამა აერთიანებს თანამედროვე რუსული კინოს 30-მდე უახლეს ნამუშევარს მხატვრული, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმების სახით. მათ შორისაა საერთაშორისო კინოფესტივალების მონაწილე და ჯილდოების მფლობელი ფილმები. ფესტივალს დაესწრებიან ცნობილი კინორეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები და კრიტიკოსები: ალექსანდრე ბალაბანოვი, ანდრეი პროშკინი, ვადიმ აბდრაშიტოვი, პაველ კოსტომაროვი, რომან პრიგუნოვი, ვასილ სიგარევი, სლავა როსი, სერგეი სელიანოვი, ირაკლი კვირიკაძე, ანა მიხალკოვა, ანა ტროიანოვა, კირილ პირაგოვი და სხვები. ფესტივალის პროგრამით დაგეგმილია ალექსეი ბალაბანოვის ფილმების რეტროსპექტივა; პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის წარმოებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშვნა. ტრადიციისამებრ, შედგება კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრიზის გადაცემა. ფესტივალის პრეზიდენტია ელდარ რიაზანოვი. 2012 წელი მისთვის საიუბილეოა, მას 85 წელი უსრულდება.  
16.11.2012
 The Beatles-ის შესახებ ფილმს გადაიღებენ
  კომპანია Apple Corps დოკუმენტური ფილმის „The Beatles Live!“ გადაღების მომხრეა. ამის შესახებ იტყობინებიან პრეს-რელიზში, რომელიც პროექტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. პროექტი მოიცავს იდეას, რომლის მიხედვითაც ჯგუფის „The Beatles“ ყველა იშვიათი საკონცერტო ჩანაწერი, აქამდე უცნობი ინტერვიუების ფრაგმენტები და სხვა მასალები ერთ ფილმად გაერთიანდება. კომპანია OVOW და ფილმის შემქმნელები არქივში მოძიებულ იშვიათ მასალებზე დაყრდნობით იმუშავებენ. ისინი დაიხმარენ აგრეთვე ჯგუფის „The Beatles“ თაყვანისმცემლებს, რომელთა კოლექციებში შესაძლოა აღმოჩნდეს კოლექტივის კონცერტებზე გადაღებული სამოყვარულო ჩანაწერები. სურათის შემქმნელებს აინტერესებთ 1963 წლის ოქტომბრიდან 1966 წლის აგვისტომდე პერიოდის ჩანაწერები. 1966 წლის 28 აგვისტოს ჯგუფმა გამართა უკანასკნელი კონცერტი, რომელიც სან-ფრანცისკოში, Candlestick Park-ის სტადიონზე შედგა. მასალების შეგროვება 15 ნოემბერს დაიწყო და 2012 წლის ბოლომდე გასტანს. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა პროექტის საიტზე ატვირთოს ჯგუფის კონცერტზე გადაღებული ფოტოები.  
10.09.2012
 ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო რეჟისორ კიმ კი დუკს გადაეცა
  ვენეციის 69-ე კინოფესტივალის მთავარი ჯილდო - \"ოქროს ლომი\" სამხრეთკორეელ რეჟისორს, კიმ კი დუკს გადაეცა. მისი ფილმი \"პიეტა\" კინომოყვარულებმა საკონკურსო პროგრამის ყველაზე \"სასტიკ\" კინოსურათად აღიარეს. \"ვერცხლის ლომი\" ამერიკელ რეჟისორს, პოლ ტომას ანდერსონს ერგო ფილმისათვის \"ოსტატი\". ამ ფილმის მთავარი როლების შემსრულებლებმა, ხოაკინ ფენიქსმა და ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაწესებული ჯილდოც გაინაწილეს. ფილმმა, რომელიც საიენტოლოგიის ფუძემდებელს, რონ ჰაბარდის შესახებ გვიამბობს, კინოკრიტიკოსების სპეციალური პრიზი \"ფიპრესსიც\" მოიპოვა. ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი რეჟისორ უილრიხ ზაიდლუს გადაეცა ფილმისთვის \"სამოთხე: რწმენა\". საუკეთესო ქალ მსახიობად კინოფესტივალზე ჰადას იარონი დასახელდა, რომელმაც ებრაულ ფილმში \"სიცარიელის შევსება\" მთავარი როლი შეასრულა. მარჩელო მასტროიანის პრემია, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობებზე გაიცემა, ამჯერად იტალიელ ფარიციო ფალკოს ერგო ფილმებში \"მძინარე მზეთუნახავი\" და \"ეს სიზმარი იყო\" შესრულებული როლებისთვის. საუკეთესო ოპერატორად - დანიელ ჩიპრი, საუკეთესო სცენარისტად კი ოლივერ ასაიასი დასახელდა. ვენეციის 69-ე კინოფესტივალის ჟიურის წელს ამერიკელი რეჟისორი მაიკლ მანი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად ფილმების შეფასებაზე მხატვარი მარინა აბრამოვიჩი, მოდელი ლეტიცია კასტა, ინგლისელი მსახიობი სამანტა მორტონი, აგრეთვე რეჟისორები - პიტერ ჩანი (ტაილანდი), ანრი ფოლმანი (ისრაელი), მატეო გარონე (იტალია), ურსულა მაიერი (შვეიცარია) და პაბლო ტრაპეო (არგენტინა) მუშაობდნენ.  
30.08.2012
 ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა
  29 აგვისტოს იტალიაში, კუნძულ ლიდოზე ვენეციის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. კინოფესტივალი მირი ნაირის პოლიტიკურმა დრამამ - \"ტყვე ფუნდამენტალისტი\" გახსნა. ნაირის ფილმმა \"ქორწილი წვიმების სეზონზე\" ვენეციაში 2001 წელს უკვე გაიმარჯვა. პრესტიჟული ევროპული კინოფორუმის ძირითად კონკურსში მთავარი ჯილდოსთვის - \"ოქროს ლომისთვის\" 18 კონკურსანტი იბრძოლებს. სულ კონკურსზე 41 ქვეყნის 50-ზე მეტ ფილმს აჩვენებენ. ფესტივალს ფრანსუა ჟან-პერ ამერის ფილმი \"ადამიანი, რომელიც იცინის\" დახურავს. სურათში მთავარ როლს ჟერარ დეპარდიე ასრულებს. წელს ფესტივალს ახალი დირექტორი ჰყავს. პოსტი ალბერტო ბარბერამ დაიკავა, რომელმაც მარკო მიულერი შეცვალა. ბარბერა ფესტივალს უკვე ხელმძღვანელობდა, მაგრამ 2002 წელს ხელისუფლებაში სილვიო ბერლუსკონის მოსვლის შემდეგ პოსტი დატოვა, ხოლო მისი წასვლის შემდეგ ფესტივალს კვლავ დაუბრუნდა. ფესტივალი 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.  
10.07.2012
 ფილმში - „თბილისი, ჩემი ქალაქი“ ჰოლივუდის მსახიობებს იღებენ
  ცნობილი ამერიკელი მსახიობები - რონ პერლმანი, სარა დიუმონტი, მალკოლმ მაკდაუელი და ჯორჯ ფინი - კინოალმანახის „თბილისი, ჩემი ქალაქი“ გადაღებებში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ Deadline იუწყება. დავით აგიაშვილის პროექტში 12 განსხვავებული ისტორია შევა, რომელთაც ქართველი რეჟისორები გადაიღებენ. რონ პერლმანი ამერიკელი მოტოციკლეტისტის როლს ითამაშებს, რომელიც თბილისში ქალის, სახელად Freedom (თავისუფლება), თანხლებით მოგზაურობს. პერლმანის მეწყვილე ე.წ. შორთფილმში სარა დიუმონტი იქნება. მალკოლმ მაკდაუერი იმ მსახიობის როლს მოირგებს, რომელიც თბილისში გადაღებებზეა ჩამოსული. მას თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქი არ მოსწონს, მაგრამ რაც უფრო მეტ დროს ატარებს აქ, უფრო მეტად იზიდავს ეს ქალაქი. ფილმში „თბილისი, ჩემი ქალაქი“, სავარაუდოდ, დოკუმენტური მასალებიც შევა. სურათის ეკრანებზე გამოსვლა 2013 წელს იგეგმება.  
22.06.2012
 კრისტენ სტიუარდი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალად დასახელდა
  კრისტენ სტიუარდი მსოფლიოს ყველაზე მარალანაზღაურებად მსახიობ ქალად დაასახელეს. აღნიშნულ მონაცემებს ჟურნალი „ფორბსი“ აქვეყნებს. სტიუარდმა ფილმ „თვაილაითში“ მონაწილეობისათვის ერთ წელიწადში, 34,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითაც კამერონ დიასს გაუსწრო. მან 34 მილიონი დოლარით მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მესამე ადგილს, ის სანდრა ბულოკს ერგო, რომელმაც ფილმ „ბნელ მხარეში“ მონაწილეობისათვის 25 მილიონი დოლარი მიიღო. „ფილმის ინდუსტრიაში ქალები გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებენ ვიდრე მამაკაცები. რომ შევადაროთ, ათმა ყველაზე მეტად ანაზღაურებადმა ქალმა ერთი წლის განმავლობაში სულ 200 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც შეეხებათ მამაკაცებს, აღნიშნული მონაცემებით, მათ 361 მილიონი დოლარი მიიღეს ჰონორარად,“ – წერს ჟურნალის „ფორბსი“. ჟურნალის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალები ანჯელინა ჯოლი და სარა ჯესიკა პარკერი იყვნენ, რაც შეეხება მამაკაცებს - პირველი ადგილი ლეონარდო დიკაბრიოს ერგო, რომელმაც 77 მილიონი დოლარის ჰონორარი მიიღო. Internet.ge  
12.06.2012
 „ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმის“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება
  დღეს, 12 ივნისს, 19:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება წიგნის - „ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი“ - პრეზენტაცია. წიგნში შესულია ფილმების ბიოგრაფიული მონაცემები, ჯილდოები და უამრავი საინტერესო ინფორმაცია. ფილმების შერჩევას წინ უძღოდა კომპანია „თბილისი ინტერმედია“-ს მიერ კინომცოდნეებს შორის ჩატარებული გამოკითხვა, რომლის შედეგად დასახელდა 61 საუკეთესო ფილმი. ამათგან, ქულათა მაქსიმალური რაოდენობის მიხედვით, შემდეგი 12 საუკეთესო ქართული ფილმი გამოვლინდა: „ელისო“ (რეჟ. ნიკოლოზ შენგელაია), „იყო შაშვი მგალობელი“ (რეჟ. ოთარ იოსელიანი), „ჯიმ შვანთე“ (რეჟ. მიხეილ კალატოზიშვილი), „ჩემი ბებია“ (რეჟ. კოტე მიქაბერიძე), „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (რეჟ. ელდარ შენგელაია), „დიდი მწვანე ველი“ (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი), „ვედრება“ (რეჟ. თენგიზ აბულაძე), „გიორგობისთვე“ (რეჟ. ოთარ იოსელიანი), „ქორწილი“ (რეჟ. მიხეილ კობახიძე), „მუსიკოსები“ (რეჟ. მიხეილ კობახიძე), „ქოლგა“ (რეჟ. მიხეილ კობახიძე,) „დაკარგული სამოთხე“ (რეჟ. დავით რონდელი), „ფიროსმანი“ (რეჟ. გიორგი შენგელაია), „ცისფერი მთები“ (რეჟ. ელდარ შენგელაია).  
11.06.2012
 რობერტ დე ნიროს ბინა დაეწვა
  ლეგენდარული მსახიობი რობერტ დე ნირო (Robert De Niro) დიდ ხანძარს გადაურჩა, რომელიც მის მდიდრულ ნიუ-იორკულ ბინაში მოხდა. მსახიობი ხანძრის დროს სახლში არ მყოფებოდა. როგორც მეხანძრეები აცხადებენ, ხანძარი სახლის სამრეცხაოში დაიწყო და მის ჩაქრობას მაშველები საათ-ნახევარი ცდილობდნენ. ცეცხლის შეჩერება მხოლოდ მაშინ შეძლეს, რომ ბინა მთლიანად დაიწვა. საფრთხეში აღმოჩნდნენ ვარსკვლავის მეზობლებიც. საბოლოოდ მეხანძრეებმა სახლის მაცხოვრებლების ევაკუაცია და ხაძრის ჩაქრობა მოახერხეს. ამ დროისათვის ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. პოლიცია საქმეს იძიებს. თავად დე ნიროსგან კი კომენტარი არავის ჩაუწერია.  
 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  next
news
  • pic1
  • pic2
top
 
-->